ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 53 271 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს დასახელებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 51 021-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 24 535 ადამიანმა გამოთქვა. 10 141 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7 035 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 4852-მა ადამიანმა გამოთქვა, 2799 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 637-ს კი „სინოვაკით“.