კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.
როგორც "პალიტრანიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ "ქართუში" გადარიცხა, "ქართუმ" კი თავის მხრივ - Stopcov-ის ფონდში.
ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს შეადგენს.