ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მიიღონ.სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“ განხორციელდა. „გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი მოქმედებს შესაბამისი რეკომენდაციებით.