უზბეკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ტაშკენტში, კომენდანტის საათი გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამო უზბეკეთში მკაცრი კარანტინი აპრილიდან მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შემდეგ ზომები შემსუბუქდა. ბოლო დღეების განმავლობაში კი, ქვეყანაში ვირუსის ათობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლებამ კვლავ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო მონაცემებით, უზბეკეთში კორონავირუსის 8 298 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.