კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთში სარკინიგზო მიმოსვლა 12 აგვისტომდე შეწყდა - Palitra News

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთში სარკინიგზო მიმოსვლა 12 აგვისტომდე შეწყდა

2020-06-26 12:26:01+04:00

ინდოეთში ყველა სამგზავრო, საფოსტო და ექსპრეს მატარებლის მოძრაობა 12 აგვისტომდე შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ოფიციალური განცხადების მიხედვით იმ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები დაჯავშნული აქვთ, გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებენ.

ცნობისათვის, ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 490 000-ს გადააჭარბა, რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში „კოვიდ 19“-სგან 15 301 ადამიანია დაღუპული.