საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქვეყანაში კარანტინის ლოკალურ დონეზე გამოცხადებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ქვეყანას კორონავირუსის „ძლიერი მეორე ტალღა“ ემუქრება.
გამოცემა France24-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო განგაშის უმაღლესი დონე საფრანგეთის კიდევ ორ ქალაქში, მონპელიესა და ტულუზაში, გამოცხადდა. ცნობისათვის, მანამდე განგაშის უმაღლესი დონე პარიზში, მარსელსა და საფრანგეთის კიდევ 4 ქალაქში იყო გამოცხადებული. Worldometers-ის მონაცემებით, საფრანგეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 734 974 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 100 828 და დაღუპულია 32 683 ადამიანი.