კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია. როგორც პალიტრანიუსს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება აღნიშნულ ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.
მათი განმარტებით, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და კონკრეტულ საბავშვო ბაღში არსებულ სურათზე იქნება დამოკიდებული. მათი განმარტებით, საბავშვო ბაღებში სწავლების დისტანციური მეთოდი არ არის, შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, ბაღი დაიხურა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები ეპიდემიოლოგების მითითების მიხედვით მოქმედებენ.
შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.