ამ დროისთვის, უხანის კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 20 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია:ჩინეთი (ჰონგ-კონგისა და მაკაოს ადმინისტრაციული ერთეულების ჩათვლით) 7 728 შემთხვევა, ავსტრალია-7, კამბოჯა - 1, კანადა -2, ფინეთი-1, საფრანგეთი -5, გერმანია -4, იაპონია- 11, მალაიზია - 7, ნეპალი - 1, სინგაპური -10, სამხრეთ კორეა - 4, შრი ლანკა -1, ტაილანდი -14, ფილიპინები -1, ინდოეთი -1, ტაივანი - 8, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 4, აშშ -5, ვიეტნამი -2.
ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 170 ადამიანი.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 1500-მდე დაინფიცირებული ადამიანი. ცნობისთვის, ჩინეთს მიღმა არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.