კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - Palitra News

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

2021-03-22 14:15:59+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფების დამატება მოხდება. უფრო კონკრეტულად კი, 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ითვლება, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ პროცესების დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო.

65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის შესაბამისი რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ.