კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.3 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 15%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 845 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 306 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 292 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 250 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 23.6%, აშშ-ში კი - 42.8%.