კორონავირუსის „მიუ" შტამი ჯერჯერობით დაკვირვების საგნად რჩება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი არ არის. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ ეტაპზე, "მიუ" შტამთან დაკავშირებით განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა. ამასთან, თამარ გაბუნია მეხუთე ტალღის შესაძლებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეხუთე ტალღას მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი შეაჩერებს.