დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის და ეს პირველ რიგში, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა.