კორონავირუსის კრიზისის გამო ოკუპირებილ აფხაზეთში, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2 თვის ხელფასი ვერ გადაუხადონ - Palitra News

კორონავირუსის კრიზისის გამო ოკუპირებილ აფხაზეთში, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2 თვის ხელფასი ვერ გადაუხადონ

2020-06-12 09:00:05+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის გამო, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულების უმრავლესობას ივნისისა და ივლისის ხელფასები ვერ გადაუხადონ.

"არსებობს შიში, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს საჯარო სექტორის თანამშრომლების უმეტესობას ივნისსა და ივლისში ხელფასები გადაუხადოს", - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. "პრემიერ-მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა კორონავირუსის ე.წ. "საკოორდინაციო შტაბის" სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური აქტივობის შეწყვეტამ ე.წ. "ქვეყნის" ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 შემთხვევაა დადასტურებული.