კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს.