00:36
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის გავრცელების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება
23-01-2020

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინისტროს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია, თუმცა თეორიულ დონეზე მაინც არსებობს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

AutoPlay
კორონავირუსით ინფიცირებული პირი "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალის ოჯახის წევრის ტესტი უარყოფითია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სავარაუდოდ ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"ექსპოჯორჯიაში" მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ტარდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები