კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჰონგ-კონგი ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა მიიღო. მისი თქმით, ჰონგ-კონგსა და ჩინეთის დანარჩენ ნაწილებს შორის ჩქაროსნული მატარებლით მიმოსვლა ხუთშაბათიდან შეწყდება. ამასთანავე დაგეგმილია ავიარეისების, ავოტბუსებისა და ბორნით გადაადგილების შეზღუდვა.
შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 4500-სს გადააჭარბა. კორონავირუსის შემთხვევბი ჩინეთის გარდა კიდევ 15 ქვეყანაში დაფიქსირდა.