05:48
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში მოწევა აიკრძალა
13-08-2020

კორონავირუსის გადაცემის რისკის გამო, ესპანეთის გალისიას რეგიონში საჯარო სივრცეებში მოწევა ფაქტობრივად აიკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნულ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ მოწევის დროს კვამლის გარეთ გამოშვებისას მცირე წვეთები და პოტენციური ვირუსები ჰაერში იფანტება. ამასთან, არსებული განმარტებით, მწეველები სიგარეტს ეხებიან, სანამ პირში ჩაიდებენ, ასევე ეხებიან პირბადეს, როდესაც მას სიგარეტის მოწევისას იხსნიან.  BBC-ის ცნობით მოწევა სრულიად აიკრძალა ქუჩებსა და საჯარო სივრცეებში, როგორებიც არის რესტორები და ბარები, თუკი სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. გალისიას რეგიონი პირველია, რომელმაც ეს აკრძალვა შემოიღო, თუმცა მის მაგალითს შეიძლება სხვა რეგიონებმაც მიბაძონ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.

AutoPlay
მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტთან აქცია გამართა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ვლადიმერ ზელენკსიმ სამხედრო ჰოსპიტალში ავიაკატასტროფისას გადარჩენილი კურსანტი მოინახულა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს - ვლადიმერ ზელენსკი
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები