კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ფედერაციის ეგითი გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების შეჩერების გადაწყვეტილებაა მიღებული. ამ ეტაპზე შეზღუდვა 1 აპრილამდე მოქმედებს.