09:41
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კორონავირუსის გავლენა ავტომობილების რეექსპორტზე
21-05-2020

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. სტატისტიკის მიხედვით ავტომობილების რეექსპორტი 2020 წლის იანვარშიც გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 5,047 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც 11,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თუმცა კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისა და რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 2020 წლის იანვარ-აპრილში ავტომობილების ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 პროცენტით შემცირდა და 134 მილიონი 828 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 24.3 პროცენტით შემცირდა იმპორტიც.

ცნობისთვის, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ხორციელდება. შესაბამისად არსებული რეალობის ფონზე რთულია იმის პროგნოზი თუ როდიდან დაიწყებს ავტომობილების სექტორი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ეს ცალსახად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როდის ჩაცხრება კორონავირუსი პანდემია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები