კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისი განცხადება პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა; სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ.
აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის ცენტრში.