კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 16 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული, 400-მდე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება.
შეგახსენებთ, მანამდე შემოწმება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმაც ჩაიტარა, თუმცა ვირუსი მას არ დაუდასტურდა.