დღეიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში თბილისსა და რუსთავში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის მეშვეობით. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად მიიღონ ინფორმაცია რომელიც ეხება ჯარიმებსა და პოლიციის ნებართვებს.
ჯარიმების სტატუსის შემოწმება და ჯარიმის გადახდა შესძლებელია საიტზე police.ge