კორონავირუსის გამო, საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
საელჩო მოუწოდებს კორეაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.
როგროც საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, გასული ორი დღის განმავლობაში, ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები.