კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში? - Palitra News

კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?

2020-02-21 11:41:11+04:00

კორონავირუსის გამო, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. „როიტერსის“ ინფორმაციით, ერთ უნციაზე ფასმა 1 600 დოლარს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, ოქროს ღირებულებამ 2013 წლის შემდეგ მაქსიმუმს ახლა მიაღწია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კორონავირუსმა თავდაცვით აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა. აღსანიშნავია, რომ იანვრის დასაწყისში ერთი უნცია 1 580 დოლარი ღირდა.

რაც შეეხება საქართველოში ოქროს ფასებს, „აგორა ფინანსების“ მონაცემებით, ამ დროისთვის ერთი გრამი 375-სინჯიანი ოქრო 43,39 ლარი ღირს, ერთი წლის წინ მისი ფასი 42 ლარი იყო.