კორონავირუსის გამო მექა და მედინა დაიხურა - Palitra News

კორონავირუსის გამო მექა და მედინა დაიხურა

2020-03-20 12:09:13+04:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საუდის არაბეთში მთავარი ისლამური სალოცავები მექა და მედინა დაიხურა. დღეიდან მომლოცვლები მექისა და მედინის მეჩეთებში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდით იქნება დახურული სამლოცველოები.

ბოლო მონაცემებით საუდის არაბეთში კორონავირუსით 274 ადამიანია დაიმფიცირებული.