04:22
6 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის გამო ლათინური ამერიკის ქვეყნებში 41 მილიონი ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს
03-07-2020

კორონავირუსის გამო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებში 41 მილიონი ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა და დაწესებული რეგულაციები რეგიონში უმუშევრობის დონეს 4-5%-ით გაზრდის, რაც უსამსახუროდ დარჩენილ 41 მილიონ ადამიანს ნიშნავს. მათი მტკიცებით, ყველაზე დიდი საფრთხე სასტუმროებში, სარესტორნო და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს ემუქრებათ.

კვლევის მიხედვით, პრობლემები ექნებათ მცირე ბიზნესში ჩართულ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისამდე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში უმუშევრობა 8.1%-ს შეადგენდა.

დღესდღეობით კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ბრაზილიაში, ჩილეში, პერუსა და მექსიკაში ფიქსირდება.

AutoPlay
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს, თუკი კორონავირუსის ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია არ შემცირდება
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანში აფეთქების გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებენ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები