იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი იუვენტუსსა და მილანს შორის ოთხშაბათს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ბოლო მომენტში მაინც გადაიდო.
დაგეგმილი იყო, რომ მატჩს მილანელი ქომაგები ვერ დაესწრებოდნენ, რადგან კორონავირუსი იტალიაში ყველაზე მეტად სწორედ მილანში და ზოგადად ლომბარდიის მხარეშია გავრცელებული.
იტალიური ფეხბურთის მესვეურთა საბოლოო გადაწყვეტილებით, შეხვედრა საერთოდ აღარ გაიმართება და ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება საპასუხო მატჩი, რომელმაც იტალიის თასის ფინალისტის ვინაობა უნდა გაარკვიოს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მილანში 13 თებერვალს გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.