თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს არის ჩანიშნული. 8 სრულწლოვანის საქმეზე მოწმეები უნდა გამოიკითხონ, თუმცა ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს.
უფლებადამცველების თქმით, ერთ-ერთ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 8 სრულწლოვანს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, სხეულის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.