ამერიკული კომპანია Walt Disney კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო შტატებში 28 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იმ წერილზე დაყრდნობით წერს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს გაუგზავნა.
როგორც სააგენტო წერს, შემცირება შეეხება თემატური პარკების თანამშრომლებს, საკრუიზო ლაინერებს, საცალო ვაჭრობის საწარმოებს, ასევე მმართველი საბჭოს წევრებს. ამასთან, როგორც სააგენტო წერს, დასაქმებულების 67% ისედაც არ მუშაობდა სრულ განაკვეთზე. მისივე ინფორმაციით, ამერიკის მასშტაბით თემატურ პარკებში კომპანიას დასაქმებული 100 ათასი ადამიანი ჰყავდა.