კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იტალიის დედაქალაქ რომში ასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეთა უმეტესობას ულტრამემარჯვენე ძალების ხმარდამჭერები შეადგენდნენ. ისინი იტალიის ხელსიუფლებისგან შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვდნენ. აქტივისტებმა ნაგვის ბუნკერები დაწვეს და ავტომობილები დააზიანეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ამასთან, შეზღუდვების მოხნსის მიზნით მსგავსი აქცია ულტრამემარჯვენეებმა გასულ დღეს მილანსა და ტურინშიც გაამრთეს.
იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რის გამოც ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში თეატრები, აუზები და სპორტ-დარბაზები დახურა. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა სწავლას დისტანციურად განაგრძობს