კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას CNBC კომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოს ეფექტურად შესრულება სახლიდანაც შეუძლიათ ვთავაზობთ სახლიდან მუშაობა 8 იანვრამდე გააგრძელონ“ - აცხადებენ ისინი.
აღსანიშნავია, 2020 წლის ბოლომდე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე დარჩენას Google და Facebook-ც აპირებენ.