კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები. „თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.