15:34
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
13-07-2020

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით - 12 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დადგენილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს დაწესდა და უკვე ოთხჯერ გახანგრძლივდა.

ცნობისთვის, სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 151-მდე გაიზარდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 573-ს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 19 865 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 530 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

AutoPlay
დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩეხეთში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, ორი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ახალქალაქის სურათი გაგრძელებაა იმ ვითარების, რომელიც საქართველოში გვაქვს - ირმა ნადირაშვილი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები