თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე თქმით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.
კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს.