ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ იყო პირველი დღე, როცა ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან დაავადების პროგრესიება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგით, მისი სტაბილიზაცია მაინც ვერ ხერხდება. ეზუგბიას განცხადებით, ის კვლავ კრიტიკულ პაციენტად რჩება.
ამასთან, მისივე თქმით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს, გაუმჯობესდა.
მისივე თქმით, ინფექციურში მოთავსებული 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთედა და მკურნალობას 6 აგრძელებს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.