კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 3 პაციენტი - 5 აპრილის კოვიდსტატისტიკა საქართველოში - Palitra News

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 3 პაციენტი - 5 აპრილის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

2022-04-05 10:47:06+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24 540 შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 650 008 ადამიანი და გარდაიცვალა 16 761 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 862 482 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 211 ადამიანი აიცრა.