13:12
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა, მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
03-07-2020

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში სულ 3 ინფიცირებული მკურნალობს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 343 ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, მხოლოდ ერთი პაციენტის კვლევის პასუხი იყო დადებითი.

„ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 პირი. კარანტინი დატოვა 9318-მა პირმა“, - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

AutoPlay
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 1 კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდირება მოხდება
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის ახალი სახეები
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
საფრანგეთში 24 საათში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 6 მაისის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები