Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 54 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 33,61% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 350 454 ადამიანი და გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 755 879 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 4 023 ადამიანი აიცრა.