Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 39 პაციენტი.
ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 30,16% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 272 371 ადამიანი და გარდაიცვალა 15 141 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 742 134 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 4 959 ადამიანი აიცრა.