08:42
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა
04-07-2020

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას სანიტარს ვირუსი დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825 არის. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები