Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 7 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4,87% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 643 295 ადამიანი და გარდაიცვალა 16 678 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 844 372 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 1 661 ადამიანი აიცრა.