საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ელჩებთან და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა მუდმივად მზარდია.