ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის ევროპული ბიუროს დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსი ტორნადოა, რომელსაც გრძელი კუდი აქვს და მას შეუძლია უფრო მეტი სიკვდილიანობა გამოიწვიოს. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ახალგაზრდებს შორის კორონავირუსით დაინფიცრება განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც შესაძლოა, ხანდაზმული ადამიანების ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს.
„ჩვენ არ გვსურს წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ეს ერთ-ერთი სცენარია: რაღაც ეტაპზე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის უფრო მეტ შემთხვევებს ვიხილავთ“, - განაცხადა მან.
ჰანს კრუგემ ახალგზრდებს მოუწოდა, მუხედავად იმისა, რომ მათი ორგანიზმი კორონავირუსს მარტივად ამარცხებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ასაკოვანი ადამიანებისგან დისტანცია დაიცვან.