კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.nდონალდ ტრამპმა შეხვედრა პანდემიაზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ამერიკელებს სურთ თავიანთი ქვეყანა, ცხოვრება და შესანიშნავი ეკონომიკა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. „ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ და ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება. გარკვეულ მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან“,- აღნიშნა ტრამპმა.