ყოფილი ფეხბურთელის არჩილ არველაძის განცხადებით, მის ძმას, საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი გუშინ, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ დაუფიქსირდა, „პისიარ“ ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც არჩილ არველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „სპორტალში“ განაცხადა, მის ძმას დღეს არც ტემპერატურა უფიქსირდება და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აქვს.