ჩატარებული ტესტირებისას, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას „კოვიდ-19“ დაუდგინდა. ინფიცირების აღნიშნული შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 23 შემთხვევას შორისაა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა დადგენა და დაწყებულია ღრმა ეპიდკვლევა.