კორონავირუსისგან აჭარის რეგიონის სამი მკვიდრი გამოჯანმრთელდა, ისინი ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში მკურნალობდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აჭარაში საერთო ჯამში კორონავირუსი 60-მა პირმა დაამარცხა.
კლინიკა "მედალფაში" ოთხი ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება საკარანტინე სივრცეს, იქ 1639 პირი იმყოფება.
აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა 5000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავშესაფარში მყოფები იყვნენ. ამასთან, კვლევა სხვადასხვა რისკ-ჯგუფში მყოფ პირებსაც ჩაუტარდა.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსი ერთ კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა.