სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, - ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, ერთადერთი, ვის მითითებებსაც ემორჩილება, პატრიარქია.რაც შეეხება შეკითხვას, როგორ დაახასიათებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, რომელსაც მეუფე პეტრე ცაავას მტკიცებით, სასულიერო პირებზე სერიოზული გავლენა აქვს, ქორეპისკოპოს იაკობის შეფასებით, ის "თავის საქმეს აკეთებს".
იხილეთ:ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე - ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას