კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა. კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.ავიაკომპანიამ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განხორციელდა.ცნობისთვის, Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს.