როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მოსკოვი კონტრასტების ქალაქია. ეს გახლავთ მესამე რომი, დიდი სოფელი, ქალაქი რჩეულთათვის და ყველასათვის. მოსკოვი სოდომი და გომორაა, აქ სიმდიდრე და უკიდურესი სიღარიბე ერთმანეთშია ათქვეფილი, წარმოუდგენლად ცივი ზამთრები და ასევე გაუსაძლისი ცხელი ზაფხულები. სუპერ თანამედროვე ცენტრი და კრემლიდან სულ რაღაც 20 კილომეტრით დაშორებული დაცული ტყე-პარკები. მოკლედ, მოსკოვური ცხოვრების ყოველი რეალიისთვის თავისი კონტრასტი მოიძებნება.